|
|
ოზელ იმპერიალის საავადმყოფო, რომელიც ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კომპლექსური საავადმყოფოა, გაიხსნა 2007 წლის 20 ივლისს. ოზელ იმპერიალის საავადმყოფოში, სადაც ჯამურად 350-მდე პერსონალია დასაქმებული, ხორციელდება როგორც სტაციონარული ასევე ამბულატორიული მკურნალობა. საავადმყოფოს ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით. საავადმყოფოს ნებისმიერ განყოფილებაში ნებისმიერი სახის ქირურგიული ოპერაცია ტარდება თანამედროვე საოპერაციო ოთახების პირობებში.
ჩვენს საავადმყოფოს გააჩნია; გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის, ფსიქიატრიული, ქირურგიული, შინაგანი მედიცინის, ქალთა დაავადებათა და გინეკოლოგიური, ბავშვთა დაავადებების, ბავშვთა ქირურგიული, თვალის დაავადებების, უროლოგიის, ინფექციური დაავადებების, ნევროლოგიის, კარდიოლოგიის, გასტროენტეროლოგიის, ცხვირ-ყელ-ყურის, ორთოპედიული, ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის და დერმატოლოგიური განყოფილებები, რომლებიც საზოგადოების სამსახურშია 24 საათის განმვლობაში. ჩვენს საავადმყოფოს ბაზაზე შესაძლებელია ისეთი გამოკვლევების ჩატარება, როგორიცაა ბიოქიმია, მიკრობიოლოგია, რადიოლოგია-ტომოგრაფია-რენდგენი-ულტრასონოგრაფია -4 განზომილებიანი დოპლერი-მამოგრაფია-ფლოროსკოპია-ძვლისდენზიომეტრია-ექსტრაკორპორალურიშოკისტალღის ლითოტრიპსია-ენდოსკოპია-კოლონოსკოპი, ელექტრონეირომიოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ექოკარდიოგრაფია და სტრეს-ტესტი და სხვ. საავადმყოფოს გააჩნია სრულად აღჭურვილი კორონარული, ქირურგიული, შიდა და ახალშობილის ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. |
444 44 61 - დანიშვნა ტელ: 0462 455 64 64 - 0462 455 64 25
+90 (462) 321 36 30
info@imperialhastanesi.com
Kemerkaya Mah. Devlet Sahil Yolu İller sok. No: 21 Trabzon/TÜRKİYE
ტელეფონის ნომრები დანიშვნა
455 64 25 • 455 64 64 • 455 64 22
რა მიზეზით აირჩიეთ ჩვენი საავადმყოფო? (504 ხმის მიცემა)
|