ექიმები

ოპ. დრ. ალი ალფერენ

ოპ. დრ. ალი ალფერენ

Çocuk Cerrahisi Uzmanı

დაწყებითი და არასრული საშუალო სკოლების დასრულების შემდეგ 1988-1989 სასწავლო წლებში დაასრულა რიზეს საშუალო სკოლა. სამედიცინოგანათლების მიღება დაიწყო 1990 წელს, ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეზე. 1993-1997 წლებში იკავებდა ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტური ასოციაციის პრეზიდენტის და ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური ასოციაციის გენერალური მდივნის პოზიციას. 1994 წელს-არჩეული იქნა სამედიცინო ფაკულტეტის დაქვემდებარებაში არსებული ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევის ჯგუფის პრეზიდენტად, აღნიშნული პოზიციიდან გამომდინარე ასევე იყო, ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კულტურული საქმიანობის ფრთის წევრიც. 1997 წელს დაასრულა სამედიცინო ფაკულტეტი. იგივე წელს დანიშნული იქნა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ერდოღდუს სამედიცინო ცენტრში პრაქტიკანტ ექიმად და აღნიშნულ პოზიციაზე 1 წელი მუშაობის შემდეგ დასაქმდა 112 სასწრაფო დახმარების სამმართველოში. 1999 წელს დაინიშნა ტრაპიზონის, ნუმუნე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილის პოზიციაზე, აღნიშნული საქმიანობა გააგრძელა 2003 წლამდე. 2002 წელს ჩატარებული სამედიცინო სპეციალიზაციის გამოცდის ჩაბარების შემდეგ 2003 წლის თებერვლის თვეში განათლების მიღება დაიწყო ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეზე ბავშვთა ქირურგიის სპეციალიზაციით. 2003 წელს ჩატარებული ასისტენტთა წარმომადგენლობით არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 5 წელი იკავებდა ასისტენტ წარმომადგენლის პოზიციას. 05.05.2008 წელს სპეციალიზაციის განათლების დასრულების შემდეგ მას მიენიჭა ბავშვთა ქირურგის სპეციალისტის წოდება. სავალდებულო სახელმწიფო სამსახურის მე-20-ე ლოტის ფარგლებში დაინიშნა ბაიბურთის სახელმწიფო საავდამყოფოში ბავშვთა ქირურგის სპეციალისტის პოზიციაზე. 2011 წელს გადავიდა ტრაპიზონის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში . 2011 წლიდან მოღვაწეობს ტრაპიზონის, იმპერიალის საავადმყოფოში ბავშვთა ქირურგის სპეციალისტის პოზიციაზე. ალი ალფერენი იმყოფება ქორწინებაში, ჰყავს 2 შვილი და ფლობს ინგლისურ ენას.

ᲬᲔᲕᲠᲝᲑᲔᲑᲘ Trabzon Tabip Odası
ᲣᲪᲮᲝ ᲔᲜᲐ İngilizce
კვირის დღეები
:
08:00 - 17:00
შაბათი
:
08:00 - 13:00
განახლების თარიღი : 07.03.2023